LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს – გარემოს დაცვის სამინისტრო

1548518709-54B6FBFE-F5DF-4C91-A79E-77A41ABA4C8F_w1023_r1_s

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს.

 

საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე – „მწვანე პოლიტიკა” – ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ განაცხადა.

მისივე თქმით 2018 წელს თბილისის მასშტაბით, ჰაერის კვლევის მიზნით 61 სინჯი აიღეს და შემცველობის კუთხით გადაჭარბება არც ერთ სინჯში შეინიშნება. ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ტყვიის შემცველი საწვავი საქართველოში არ არის.

„ტყვიით მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებული საზოგადოების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის სექტემბრიდან დედაქალაქში გააფართოვა ტყვიის მონიტორინგის არეალი. სინჯების აღება ძირითადად საავტომობილო გზის პირას და საბავშვო ბაღებისა და სკოლის ეზოებში ხორციელდებოდა.

თბილისის სხვადასხვა წერტილებში აღებული 60-ზე მეტი სინჯიდან არც ერთში არ დაფიქსირდა ზღვრულ მნიშვნელობაზე გადაჭარბება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არაერთგზის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ან თბილისის ატმოსფერული ჰაერის მთავარ პრობლემა ტყვიით დაბინძურებაა, არ შეესაბამება სიმართლეს.

კერძოდ, დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მაჩვენებელი სულ მცირე ბოლო ათი წლის მანძილზე არ აჭარბებს ევროპულ ზღვრულ მნიშვნელობას. მეტიც, ჩატარებული კვლელვების მიხედვით, რომ ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ყოველწლიურად კლებულობს და დადგენილ ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი 2014 წლიდან ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც მიმდინარეობს“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

პოპულალურები