LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაიდელბერგცემენტი კასპში ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს

206
107455059-282134226459874-5366555162668914962-o

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება და ქალაქ კასპში ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძოდ კი, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ცემენტის ქარხანასთან არსებული გზების რეაბილიტაცია, რაც ორმხრივად სასარგებლოა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე კომპანიისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია უზრუნველყოფს:

–          ბეტონის გზის მოწყობას ფარნავაზის ქუჩაზე, სარკინიგზო გადასასვლელიდან მარცხენა მხარეს, რომლის საშუალებითაც მთავარი გზა მიუერთდება კასპის ცემენტის ქარხნის ახალ შესასვლელს;

–          ბეტონის გზის მოწყობას, კასპის ცემენტის ქარხნიდან კავთისხევი-კასპის  მუნიციპალური გზის მიმართულებით არსებულ შესაბამის მონაკვეთზე, ე.წ. “კარიერის დასახლების” მიმდებარედ (პროექტი დაწყებულია);

–          მუნიციპალიტეტთან ერთად, ფარნავაზის ქუჩაზე  გზის დაგების პროექტის განხორციელებას. ჰაიდელბერგცემენტის წვლილი აღნიშნულ პროექტში განისაზღვრება გზის მოსაპირკეთებლად საჭირო 1000 მ3-ის ბეტონით უზრუნველყოფით.

აღსანიშნავია, რომ გზების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა ჰაიდელბერგცემეტმა ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობის და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაცემული რეკომენდაციების გამო, პროცესი გარკვეულწილად შეფერხდა. სამუშაოები შეზღუდვების მოხსნისთანავე განახლდა.

„ცნობისთვის, კომპანია ჰაიდელბერეგცემენტმა წლების განმავლობაში არსებული ქარხნების მწყობრში მოსაყვანად საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა. პროცესი ახლაც გრძელდება, გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც სამომავლოდ კასპის ცემენტის ქარხანას ევროპული სტანდარტების შესაბამისს გახდის. ახალი მოდერნიზირებული კასპის ცემენტის ქარხანა ექსპლუატაციაში 2019 წლის თებერვალში შევიდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქარხნის შიდა და გარე ამორტიზებული ინფრასტუქტურის განახლების და მშენებლობის პროცესი დღემდე გრძელდება და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება“, –  აცხადებენ ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში.

მათივე ინფორმაციით, კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სამი ძველი ღუმელი ახალი მშრალი წარმოების ხაზით ჩანაცვლდა და კლინკერის წარმოების ნაწილი სრულად შეიცვალა ყველაზე თანამედროვე დანადგარებით, უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემით და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურით, რომლის საშუალებითაც ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება. პროექტის განსახორციელებლად  გამოიყო 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები