LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერებმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე ნაწილი მოიპარეს და გამოსასყიდს ითხოვენ

426

The Walt Disney Company-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა: ჰაკერებმა კომპანიის სერვერი გატეხეს, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ახალი, მე-5 ნაწილი მოიპარეს და გამოსასყიდს ითხოვენ, რათა ფილმი პრემიერამდე ინტერნეტში არ მოხვდეს.

იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი 20 წუთში ერთხელ ფილმის 5 წუთიან ეპიზოდებს გაასაჯაროვებენ. The Walt Disney-მ უარი განაცხადა ამ პირობის შესრულებაზე და ამ დროისთვის საქმეს ფედერალური სამსახური იძიებს.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 25 მაისს არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები