LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარვი ვაინშტაინმა  სელმა ჰაიეკის ბრალდებებს პირველი ოფიციალური განცხადებით უპასუხა

374

გასულ კვირას სელმა ჰაიეკმა The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობის განცხადებით, გავლენიანი პროდიუსერი მას „ფრიდას“ გადაღებების დროს აშანტაჟებდა და პროექტის დახურვით ემუქრებოდა. ჰაიეკის მტკიცებით, ვაინშტაინი მას ეეროტიკულ სცენებში მონაწილეობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხცვევში კი მისი სხვა მსახიობით ჩანაცვლებას გეგმავდა. მსახიობის თქმით, „ფრიდა“ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი იყო და სცენის გადღებას ნერვული აშლილობის მიუხედავად, მაინც დათანხმდა.

ჰოლივუდის მსახიობების მხრიდან ჰარვი ვაინშტაინის მიმართ წამოსულ ბრალდებებს თავად პროდიუსერმა პირველად უპასუხა. ვაინშტაინის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სელმა ჰაიეკის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება: „სელმა ჰაიეკის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ყველფერი სულ სხვაგვარად იყო“, – ნათქვამია განცხადებაში. ირკვევა, რომ თვად პრიდიუსერს არ ახსოვს „ფრიდას“გადაღებების დეტალები. სელმა ჰაიეკის პროექტში მონაწილეობა კი თავად მსახიობის ინიციატივაა. ვაინშტაინი ამტკიცებს, რომ სელმა „დაავადებული“ იყო ამ პროექტით და ინიციატივასაც თავად იჩენდა. თავდაპირველად ამ როლზე ჯენიფერ ლოპესის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა სელმა ჰაიეკის აქტიურობის შემდეგ, გეგმები შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები