LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰავიერ ბარდემის 7 საკულტო ფილმი

747
xavier-movies

უდავოა, რომ ჰავიერ ბარდემი თანამედროვე ესპანური კინოს ყველაზე ცნობილი, ქამეოლეონის მსგავსად გარდასახვის უნარის წყალობით კი, უნიჭიერესი მსახიობია. გთავაზობთ არაჩვეულებრივი ესპანელის 7 საუკეთესო ფილმს.

„სანამ დადგება ღამე“ (Before Night Falls, 2000) – კუბელი პოეტის რეინალდო არენასის ცხოვრებაზე შექმნილი ფილმი მგრძნობიარე, თუმცა ძლიერი ადამიანის ისტორიაა, რომლის ერთადერთ სურვილს საკუთარი ლექსების პუბლიკაცია წარმოადგენს ქვეყანაში, სადაც ბევრ სხვასთან ერთად ჰომოსექსუალიზმიც სასტიკად იდევნება.

„ორშაბათი მზის გულზე“ (Los lunes al sol, 2002) – რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი უმუშევრად დარჩენილ მეგობრებზე მოუთხრობს მაყურებელს, რომლებიც მთელ დროს ბარში, ერთმანეთისთვის ოცნებების გაზიარებაში ატარებენ და არ უნდათ დანახვა, რომ სინამდვილეში ცხოვრება ენგრევათ.

„ზღვა შიგნით“ (Mar adentro, 2004) – ალეხანდრო ამენაბარის არაჩვეულებრივ დრამას მეზღვაურის რამონ სამპედროს რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, რომელიც მძიმე ტრავმის და კისრის ქვევით პარალიზების შემდეგ წლების მანძილზე მოითხოვს ევთანეზიის ანუ ღირსეულად სიკვდილის უფლებას. მართალია, ბარდემმა ვერ შეძლო „ოსკარის“ მოპოვება, მაგრამ პრემიით აღინიშნა თვითონ ფილმი.

„მოხუცების ადგილი აქ არაა“ (No Country for Old Men, 2007) – სასტიკი და ცივსისხლიანი მკვლელი ანტონ ჩიგური არავის ინდობს და ფულის ძიებაში ნებისმიერს ანადგურებს, ვინც გზაზე ეღობება. ბარდემი, რომელმაც ნამდვილი ბოროტება განასახიერა, ძმები კოენების შედევრშიც ბრწყინვალეა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უამრავი პრესტიჟული პრემია მოიპოვა.

ბიუტიფული Biutiful, 2010 – პირქუში და ნაღვლიანი ფილმის მთავარ გმირს ცხოვრებამ მხოლოდ იმედგაცრუება მოუტანა და არც მაშინ დაინდო, როცა სიმსივნით დაავადებულს სასკვდილო განაჩენი გამოუტანა. ბარდემის თამაში ისევ უნაკლოა, რადგან ბრწყინვალედ ახერხებს ადამიანის სულის, ყველაზე მტკივნეული გრძნობების გადმოცემას. სხვათაშორის, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ სწორედ მისთვის დაწერა როლი და არც შეცდა, რადგან ორივემ „ოსკარის“ ნომინაცია დაიმსახურა.

ვიკი, კრისტინა, ბარსელონა / Vicky Cristina Barcelona

მაშინ როცა ევროპაში გამგზავრებას გეგმავთ, აუცილებლად იფიქრებთ ბარსელონაში გამგზავრებაზეც. სწორედ ასე გადაწყვიტეს ვუდი ალენის ფილმის გმირებმაც, რომელთა შვებულებაც ბარსელონაში, ნამდვილ თავგადასავლად იქცა. სკარლეტ იოჰანსონის, პენელოპა კრუზისა და ჰავიერ ბარდემის საოცარი კოლაბორაცია ულამაზესი პეიზაჟების ფონზე შვებულებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.

 

ჭამე,ილოცე, შეიყვარე Eat Pray Love 

რაიან მერფის ულამაზეს ფილმი, რომელიც მწერალ ელიზაბეტ გილბერგის თავგადასავალს გვიყვება. ფილმის მთავარი გმირი, რომლის როლსაც ჯულია რობერტსი ასრულებს, ხვდება რომ სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებს, რაც მას ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები