LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაწვალზე სათხილამურო სეზონი იხსნება

144
ცფდფ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მესტიაში, ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსს 21 დეკემბერს ოფიციალურად გახსნის.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და  7 კმ-ნი  5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან.

21 დეკემბრიდან საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ -კვირას კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. შაბათ-კვირას კურორტზე შესაძლებელია ღამის სრიალი 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ჰაწვალი იქნება პირველი სათხილამურო კომპლექსი, რომელიც 2019 -20 წლის სათხილამურო სეზონს გახსნის, სწორედ ჰაწვალი უმასპინძლებს საქართველოს თასის პირველ ეტაპს 27-28 დეკემბერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები