LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HELLO! – იანვრის ნომერი უკვე გამოსულია – „ფორტუნას“ საახალწლო ფოტოსესია

HELLO!-ს საახალწლო ნომერში ბევრ საინტერესო თემას შეხვდებით და რესპონდენტს შეხვდებით, მათ შორის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირებს, ლამაზი ფოტოსესიითა და ინტერვიუთი, ჟურნალის მთავარ რედაქტორს, ნინო იოსელიანს, რომელიც მოდურ ტენდენციებზე მოგიყვებათ, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებულ ნათია თოდუას საკუთარი გეგმებით და ასევე იუბილარ რადიო „ფორტუნას“, რომელიც 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და ჟურნალი მას დაბადების დღეს სპეციალური ფოტოსესიით ულოცავს.

  1. HELLO!-ს საახალწლო ნომრის გარეკანზე ბოლო დროის ყველაზე განხილვადი მომღერალი, ნათი თოდუა მოხვდა. გერმანული Voice-ის გამარჯვებულის ინტერვიუს ქართველი მკითხველი პირველად სწორედ HELLO!-ს ფურცლებზე წაიკითხავს და გაიგებს, თუ როგორ გაიარა გამარჯვებისკენ მიმავალი გზა აფხაზეთიდან დევნილმა გოგონამ და რას ფიქრობს ჟიურის იმ წევრებზე, რომლებმაც ქართულ პროექტში დაიწუნეს..
  2. ყველაზე სადღესასწაულო ნომერში HELLO!-ს მკითხველი ცნობილი სატელევიზიო პროექტის „ჩემი ცოლის დაქალების“ მთავარ გმირებს სრულიად განსხვავებულ ამპლუაში ნახავს. „ჩცდ“-ს მსახიობების ექსკლუზიურ ფოტოსესიას და ქართველი მსახიობების სამომავლო გეგმებს სწორედ იანვრის ნომერში გაეცნობით.
  3. 2018-წლის ზამთრის ტენდენციებზე HELLO!-ს მთავარი რედაქტორი – ნინო იოსელიანი მოგიყვებათ. როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ დღესასწაულებით დატვირთულ სეზონზე, რა აქსესუარებია აქტუალური და რამდენად მიზანშეწონილია ვარცხნილობაზე ექსპერიმენტების ჩატარება.
  4. რადიო ფორტუნა იუბილარია. HELLO!-ს იანვრის ნომერში “ფორტუნა” დაბადების დღეს ჟურნალის მკითხველთან ერთად აღნიშნავს. ვინ ქმნის ყველაზე სასიამოვნო ატმოსფეროს FM სივრცეში და როგორია რადიო „ფორტუნას“ dream team?!
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები