LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელოუინი ტრამპებთან: თეთრ სახლში დინოზავრებს, გობლინებს და სუპერგმირებს უმასპინძლეს (ფოტო, ვიდეო)

283
donald-trump-and-melania-hand-out-candy-to-trick-or-treaters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჰელოუინი აღნიშნეს და თეთრ სახლში დინოზავრებს, გობლინებს და სუპერგმირებს უმასპინძლეს. საჰელოუინო ატრიბუტიკით, გოგრებითა და ხეებით მორთულ თეთრი სახლის შესასვლელს, წითელი ხალიჩის ნაცვლად ნარინჯისფერი ამშვენებდა.

თეთრი სახლის კარი ჰელოუინის დღესასწაულზე ყველა ასაკის მოჩვენებისა და გობლინისთვის ღია იყო.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სამხედროების შვილები და სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე სკოლის მოსწავლეები.

სხვადასხვა სუპერგმირის ფორმაში გამოწყობილ პატარებს დონალდ და მელანია ტრამპებმა ტკბილეული დაურიგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები