LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ ჯეკმანის ცოლის „უცნაური ჩაცმულობა“ პრემიერაზე (ფოტო)

598

50 წლის ჰიუ ჯეკმანი მეუღლესთან, 62 წლის დებორა-ლი ფურნესთან ერთად ჯეისონ რეტიმანის ახალი ფილმის, The Front Runner -ის პრემიერას დაესწრო. ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე ჰიუ ჯეკმანი ყავისფერ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. მკვეთრად განსხვავებული და საკმაოდ გაუგებარი იყო დებორა-ლის არჩევანი. ის მწვანე, წარწერებით გაფორმებულ კაბაში, აჟურულ კოლჰოტსა და პლატფორმებში იყო წარმოდგენილი.

ფილმი 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ამბავს გვიყვება, სადაც ჯეკმანი სენატორ გარი ჰარტის როლში გვევლინება. ფილმში ასევე ჯონათან კიმბელ სიმონსი, ვერა ფარმიგა და ალფრედ მოლინა მონაწილეობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები