სპორტული ჟურნალისტი დათო ხვადაგიანი ნიკოლოზ ბასილაშვილთან ნეკა დოროყაშვილის მორიგი დაპირისპირების რაუნდს ეხმიანება და აქცენტს აკეთებს განცხადებაზე, რომელიც ნეკამ შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა – მისი თქმით, ცნობილ ჩოგბურთელს შვილისთვის დაბადების დღის მილოცვა პიარისთვის სჭირდება.

დათო ხვადაგიანი წერს:

„ჰო, აბა, ბიჭო, „სძულს“ თურმე თავისი შვილი ნიკას!!!

რაც გაგაჩნია, სულ შენი „შრომით გაქვს მოპოვებული“, ხომ ? „წელებზე რომ ფეხს იდგამდი“? გვითხარი ერთი, სად და როდის რა შექმენი ასეთი „სიმწრით და დაგვით“? ნეტა, ვინ მოგცა ის, რაც გაქვს და იქნებ, ცოტა დაფიქრდე, რომ ეს სწორედ შვილის დამსახურებაა!

ცოტა თავშეკავება რომ იქონიო, მართლა და მართლა შვილს გაუწიო ანგარიში და რაც არ უნდა მტყუან-მართალი იყოს ვინმე თქვენ შორის, იქნებ და არ იჭორაო საჯარო სივრცეში და სიბინძურეები არ ილაპარაკო ? ნიკა შენგან განსხვავებით ამ თემებზე არ საუბრობს არავისთან, ტაბუ აქვს დადებული! ეს არა იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, ანაც მართლად!

შვილის სიყვარული კიდე, თუნდაც ეს „პიარით“ იყოს განპირობებული (რაც დარწმუნებული ვარ, ასე არ არის), ათასჯერ ჯობია იმას, რასაც შენ აკეთებ!“

 

მსგავსი თემები