LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ

213
ჰოლივუდი

ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ. ფილმის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყება. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.

აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ჰოლივუდის მაღალი რანგის, წარმომადგენლების მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 2 მაისამდე ვიზიტის ფარგლებში. ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობდა.

აღსანიშნავია, რომ კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები