LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდში მთავარ როლზე რობოტი დაამტკიცეს

282
905641-01-05

ჰოლივუდში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და ახალ ფილმში მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი დაამტკიცეს. ფილმი, სახელად „ბეტა“ სამეცნიერო–ფანტასტიკური ჟანრის იქნება და მისი ბიუჯეტი 70 მილიონი დოლარია.

რობოტს ერიკა ქვია და ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ იქმნება იდეალური ადამიანის დნმ. ერთ მომენტში კი გარკვეული ხარვეზის გამო პროგრამა საშიში ხდება და მეცნიერებს უწევთ, რომ ერიკას ლაბორატორიიდან გაქცევაში დაეხმარონ. მოკლედ, სიუჟეტი საკმაოდ დაძაბული და საინტერესოა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ჰოლივუდი ახალი პერსონაჟების შექმნისას მაღალ ტექნოლოგიებს იყენებს. მაგალითად, გასულ წელს კომპანია Moi Worldwide–მა და Image Engine–მა ლეგენდარული მსახიობის ჯეიმს დინის ციფრული ასლი შექმნეს. ნამდვილი ჯეიმს დინი 65 წლის წინ გარდაიცვალა, მისმა კლონმა კი ახალ ფილმში – „ჯეკის ძიებაში“ მიიღო მონაწილეობა.

ვიზუალური ეფექტების სპეციალისტებმა დინი ტექნოლოგია CGI–ის დახმარებით გააცოცხლეს. ამისთვის მათ მსახიობის სხვადასხვა კადრები და შემონახული ფოტო თუ ვიდეო მასალა გამოიყენეს. ციფრულ მსახიობს ხმას რომელიმე ცოცხალი მსახიობი აჩუქებს და ფილმი კინოეკრანებზე წლის ბოლომდე გამოვა. რა თქმა უნდა, თუკი პანდემია ამაში ხელს არ შეუშლის.

რაც შეეხება ერიკას, მისი დებიუტი 2021 წლის ბოლომდე ვერ შედგება. მანამდე პროდიუსერებს რობოტისთვის პარტნიორების პოვნა მოუწევთ. ხელოვნური ინტელექტის მონაწილეობით რამდენიმე სცენა იაპონიაში უკვე გადაიღეს, დარჩენილი კადრები კი ევროპაში 2021 წლიდან უნდა გადაიღონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები