LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Homeland Of Wine – ქართულ ღვინოზე პირველი პერიოდული ჟურნალი გამოიცა

351
75402153-2343736395938017-787155883451744256-o

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის Homeland Of Wine პრეზენტაცია გაიმართა.

Homeland Of Wine ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალია, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჟურნალი გამოვა კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

Homeland Of Wine მკითხველს მოუთხრობს იმ ადამიანებსა, თუ კომპანიებზე, რომლებიც ქმნიან ქართულ ღვინოს და მის თანამედროვე ისტორიას. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია მაია ჯავახიშვილი, გამომცემელი მედიაკომპანია „N Line Media“ (ენ ლაინ მედია).

პრეზენტაციას ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფი, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები