LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონგი და კონგი – იშვიათ ტყუპ პანდებს სახელები შეურჩიეს

395
hong-and-kong-top-berlin-panda-name-poll--16142-

ბერლინის ზოოპარკში დაბადებული იშვიათი პანდები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. როგორც  BBC წერს, მათთვის სახელების შერჩევაში აქტიურად ჩაერთვნენ მოქალაქეებიც. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთმა გერმანულმა გამოცემამ  გამოკითხვა ჩაატარა და საკუთარ მკითხველს ახალშობილი პანდებისთვის სახელის შერჩევა სთხოვა.

მკითხველთა უმრავლესობამ კი პანდებისთვის ჰონგი და კონგის დარქმევა ისურვა. მოქალაქეების განმარტებით, ქალაქი ჰონგ კონგიც ახლა გადარჩენისთვის იბრძვის.

ბერლინის ზოოპარკში იშვიათი ტყუპი პანდები 2 სექტემბერს გაჩნდნენ. საქმე იმაშია, ტყუპი პანდების გაჩენის შემთხვევა ამ საუკუნეში პირველად დაფიქსირდა. თითქმის ყოველთვის პანდებს მხოლოდ ერთი ნაშიერი ჰყავთ. ერთი ახალშობილი პანდას წონა დაახლოებით 136, მეორესი კი 186 გრამია. მათი მშობლები ჩინეთიდან 2017 წელს ჩამოიყვანეს და მას შემდეგ ბერლინის ზოოპარკის ბინადრები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები