LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰყავს ფრანგი მეუღლე, სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში – რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელიც ბევრმა პარლამენტში მაგიდაზე ასვლის შემდეგ გაიცნო

37959
778877

18 ივლისს საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ.

ვახტანგ გომელაურს 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე უნდა ესაუბრა.

მინისტრთან შეხვედრა ჩაიშალა. კახა კუჭავას ტრიბუნისკენ მიმავალი თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილმა შეაჩერა და დეპუტატი ხელში აყვანით გაიყვანა.

ნონა მამულაშვილმა კი ფეხსაცმელი გაიხადა და დეპუტატის მაგიდაზე ფეხშიშველმა მდგარმა გააპროტესტა 5 ივლისის დღე რუსთაველზე განვითარებული მოვლენები. ხელში პლაკატი ეჭირა ლექსო ლაშქარავას გამოსახულებით.

"კარგად დავინახეთ "ქართული ოცნების" წევრები როგორ მიათრევდნენ თინას - ენმ პაპუაშვილისა და მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა

ნონა მამულაშვილი ირაკლი ზარქუამ ჩამოიყვანა დეპუტატის მაგიდიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ნონა მამულაშვილის შესახებ ამ შემთხვევამდე ბევრი რამ არ ვიცოდით.

დეპუტატმა კრიტიკა დაიმსახურა საზოგადოების ნაწილისგან.

ზოგიერთის აზრით, მაგიდაზე ფეხშიშველი ასვლა არც ქართველ ქალს და არც პოლიტიკოსს არ შეეფერება.

ზოგმაც პირიქით, გმირობად მიიჩნია მამულაშვილის საქციელი.

გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია დეპუტატზე, რომელიც ბევრისთვის ცნობილი სწორედ ამ დღის შემდეგ გახდა.

ნონა მამულაშვილმა 1999 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მრეწველობის მართვის სპეციალობით.

მოგვიანებით სწავლა განაგრძო პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, სპეციალობით ისლამური ცივილიზაცია, არაბები.

ამის შემდეგ სწავლობდა ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, სადაც  დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი გახდა.

2007-2013 წლებში მუშაობდა ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს კავკასიის წარმომადგენლობაში.

2012-2015 წლებში იყო საქართველოში ფაიზერის წარმომადგენლობის რეგიონალური დირექტორი.

2015-2020 წლებში  „ფილიპ მორის საქართველოში“ მუშაობდა.

ნონა მამულაშვილი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა.

ის სიის 32-ე ნომერი იყო.

 

2021 წლის 2 თებერვალს შევსებული დეკლარაციიდან ცნობილი ხდება, რომ დეპუტატს აქვს 2009 წელს  100 000 ლარად შეძენილი ბინა. 425,26 კვადრატული ბინა ფერმწერთა ქუჩაზე მდებარეობს.

მას ასევე აქვს ბინა თოიძის ქუჩაზე. , 64,4 კვ.მ ბინა მან 40 ათას ლარად  2014 წელს შეიძინა.

აქვს ასევე აგარაკი ქობულეთში, სოფელ ხეცუბანში, რომელიც 2016 წელს აქვს 30 000 ლარად შეძენილი და ფლობს 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთს თიანეთში, რომელიც  30000 ლარად შეიძინა.

დეპუტატის მფლობელობაშია ასევე 2020 წელს 7 000 დოლარად შეძენილი TOYOTA CAMRY-ის მარკის ავტომობილი.

ნონა მამულაშვილს ჰყავს ფრანგი მეუღლე- ორელიენ ჟირო და ორი ქალიშვილი – სესილი ჟირო მამულაშვილი და ლილი ჟირო მამულაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები