LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ჩანტლაძე: „20 წლის წინ აფრიკული ნაწნავებით დავდიოდი და არავის მოუყენებია შეურაცხყოფა…“

564
ia-chantladze-news19

მომღერალი ია ჩანტლაძე მეტროში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, როცა მამაკაცებმა საყურიან მუსიკოსებს სცემეს. ის აღნიშნავს, რომ 20 წლის წინ თბილისში აფრიკული ნაწნავებით დადიოდა და არავინ არაფერს ეუბნებოდა, დღეს კი ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ.

გთავაზობთ ია ჩანტლაძის სტატუსს:

„20-25 წლის წინ დავდიოდი აფრიკული ნაწნავებით ქალაქში, გაქექილი კომბინიზონით და ყვითელი ქუდით, რომელსაც ზანზალაკები ჰქონდა. აბსოლუტურად ამოვარდნილი ვიყავი იმდროინდელი ქართული კონტექსტიდან, როცა ხალხს ფერადკანიანი საერთოდ ნანახი არ ჰყავდა და მსგავსი სტილიც კი ვერ წარმოედგინა.

არასდროს არ მახსოვს, რომ ვინმეს ამის გამო შეურაცხყოფა მოეყენებინოს! იყო მხოლოდ გაოცება და იუმორი.

დღეს, ამ ეპოქაში, სადაც ასეთი პლურალიზმია და არავის უკვირს არანაირი გარეგნული ფორმა- რა თავ-ყბას ამტვრევთ ერთმანეთს??!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები