LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაფად ვეღარ ვიფრენთ – ავიაბილეთების 50%-იან გაძვირებას პროგნოზირებენ

143
31283946-passport-airplane-and-map-of-europe

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავიაბილეთები სავარაუდოდ გაძვირდება. ლევან კარანაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ საავიაციო ბაზრის პერსპექტივებსა და მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, ავიაკომპანიებმა რომ მოახერხონ ფრენების აღდგენა და განხორციელება, იმის გათვალისწინებით, რომ იქნება დაბალი დატვირთვა, სავარაუდოდ, იქნება გაზრდილი ფასები.

„ამას დაემატება რთულად შესასრულებელი ჯანდაცვის მოთხოვნები. ამისთვის აუცილებელია, რაციონალური და რაც მთავარია, კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღება საერთაშორისო დონეზე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პროტოკოლი არ მოქმედებდეს, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს ავიამიმოსვლის აღდგენას“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.

იმაზე, რომ იაფი მოგზაურობის ეპოქა დროებით დასრულებულია, საერთაშორისო მედიაც უფრო და უფრო აქტიურად წერს. ამის მიზეზად ისინი შემდეგს ასახლებენ:  თვითმფრინავში სავალდებულო გახდება დისტანცირების დაცვა, რის გამოც ადგილების რაოდენობა შემცირდება და ეს ყველაფერი განაპირობებს ბილეთის ფასის მატებას. გარდა ამისა, ავიაკომპანიებს მოუწევთ დამატებითი თანხების გამოყოფა უსაფრთხოების ზომების დასაცავად.

აღსანიშნავია ისიც, რომ საჰაერო ტრანსპროტის საერთაშორისო ასოციაცია ავიაბილეთების 50%-იან გაძვირებას ვარაუდობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები