LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაფი მედიკამენტი, სავარაუდოდ, იაფი აღარ იქნება: საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტებიც გაძვირდება

129
tsamlebi_w_h

საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტებიც გაძვირდება – მიზეზი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი და მისი ბოლო დღეების გადაწყვეტილებაა. საქმე ისაა, რომ თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი გაიზრდება. ფარმაცევტული პროდუქტების ახალი ტარიფების შესახებ ბრძანება ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.

რა ეფექტი ექნება ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ბაზარზე? – ამ საკითხზე უკვე აქტიურად საუბრობენ ქართულ ფარმაცევტულ სექტორში და ფასების ზრდის მოლოდინიც აქვთ.

ამავე თემაზე დასმულ შეკითხვას “ფორტუნას” ეთერში სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ნინო დგვეფაძემ უპასუხა. „რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტის ამ ბრძანებას, ჩვენ ველოდებით მომწოდებლებისგან განახლებულ ფასებს, რა თქმა უნდა, ნავარაუდევია ზრდა, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ე.წ პარალელური იმპორტის კანონი ეხება თურქული ბაზრის გარდა, 30-ზე მეტ ბაზარს. ამიტომ, „იმპექსი“ უწყვეტად ახდენს ფასთა კვოტირებას სხვადასხვა ბაზარზე და მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელ ფასად სთავაზობს წარმოდგენილ მედიკამენტებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქული მედიკამენტები კვლავ იაფიან სეგმენტში დარჩება, თუმცა, გარკვეული პროცენტული ზრდა მაინც ივარაუდება“, – აღნიშნა ნინო დგვეფაძემ. თუმცა, იქვე დასძინა, რომ კონკრეტულ პროცენტს ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს, ვინაიდან, თურქი მომწოდებლებისგან განახლებული ტარიფების მოლოდინში არიან.

ცნობისთვის, სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში. ამჟამად, მომხმარებელს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შეუძლია შეიძინოს „იმპექსის“ აფთიაქებში.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში დავიწყეთ და გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლე, ე.წ მუდმივი, ყოველკვირეული კატეგორიების აქცია – ნინო დგვეფაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები