Pegasus Airlines-ის სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე, იანვრის ფრენების განრიგი უკვე ცნობილია. აღნიშნულ განრიგს საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალური სავაჭრო აგენტი კომპანია GASA (გასა) ავრცელებს.

რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება და იქნება ორმხრივი, ანუ კომპანია მგზავრებს როგორც სტამბოლი-თბილისის, ასევე თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

უფრო კონკრეტულად, სტამბოლი-თბილისის რეისები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და შაბათს (2, 6, 9, 13, 16, 20, 23, 27, და 30 იანვარს), ხოლო თბილისი-სტამბოლის რეისები: ყოველ ხუთშაბათს და კვირას (3,7,10,14, 17, 21, 24, 28 და 31 იანვარს).

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები