LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონია თაფლის წარმოებაში გვეხმარება – მან ქართულ საწარმოს პორტატული ლაბორატორია აჩუქა

58
145ed7e9816e768303fa643e4537bc3d

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მდებარე თაფლის გადამმუშავებელი საწარმო თაფლის კვლევებისათვის საჭირო პორტატული ლაბორატორიით აღიჭურვება.

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის, 87,250 აშშ დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად გადასცა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. საწარმო აღიჭურვილია თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელია დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება.

თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურა, კონკურსის წესით შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, საკუთრებაში 30% თანადაფინანსებით გადაეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები