LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის ახალმა იმპერატორმა ტახტზე ასვლა 550 ათასი მსჯავრდებულის შეწყალებით აღნიშნა

285
mtavari

ბოლო 200 წლის განმავლობაში იაპონიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც იმპერატორმა თავისი ნებით ტახტზე უარი განაცხადა. იმპერატორმა აკიჰიტომ გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობას თავად აცნობა, როდესაც მათ ბოლოჯერ მიმართა.

85 წლის იმპერატორმა ტახტის დატოვების ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც განაცხადა, რომ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავის მოვალეობებს ვეღარ ასრულებდა. ქვეყნის პარლამენტი იძულებული იყო, რომ 2017 წელს მიეღო სპეციალური კანონი, რომელიც აკიჰიტოს ტახტზე უარის თქმის საშუალებას მისცემდა.

იაპონური ტრადიციის მიხედვით, იმპერატორის ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის ამოქმედება მაშინ ხდება, როდესაც მოქმედი იმპერატორი გარადაიცვლება, სწორედ ამიტომ, შექმნილ ვითარებაში საჭირო გახდა, პარლამენტს მიეღო საგანგებო კანონი იმპერატორის გადადგომის შესახებ. პარლამენტმა, გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა იმპერატორის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ასე გახდა იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო, თუმცა იაპონიაში იმპერატორს არავითარი პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნია,  შეიძლება ითქვას, რომ იაპონელებისთვის ის ეროვნული იდენტობის სიმბოლოა.

გამოცემა LATEST  NEWS და ტელეარხი NHK-ის ცნობით, ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლება 550 ათას მსჯავრდებულს შეიწყალებს.

შეწყალება შეეხება მხოლოდ მათ, რომლებსაც დაკისრებული ჰქონდათ ჯარიმა მსუბუქი სამართალდარღვევისთვის. ასევე შეწყალებული იქნება კიდევ 1000 ადამიანი, რომლებსაც მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეუძლიათ, ასევე ისინი, ვისი უფლებებიც შეიზღუდა ჯარიმის დაკისრების შემდეგ და ამის გამო სამუშაოს ვერ შოულობს.

იაპონიაში დაიწყება ახალი საიმპერატორო ერა – „რეივა“, რაც გულისხმობს ჰარმონიასა და წესრიგს. აკიჰიტოს ერას „ჰეისეი“ ჰქვია, რაც იაპონურ ენაზე „მშვიდობის მიღწევას“ ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები