LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიის ქალაქები ერთმანეთს ახალი „მფრინავი“ მატარებლით დაუკავშირდებიან

269
trnnns-news

ტოკიოდან ოსაკამდე ჩასვლას 2 საათი და 30 წუთი სჭირდება, სულ მალე კი, ნუ დაახლოებით 17 წელიწადში – ეს დრო 67 წუთამდე შემცირდება. ახალი ინიციატივა სახელად Linear Project, იაპონიის ნაციონალურმა რკინიგზამ შეიმუშავა და მათი მიზანი ქვეყნის საზღვრებში მაქსიმალური სიჩქარით გადაადგილებაა. ინოვაციური ტრანსპორტი იმდენად სწრაფად იმოძრავებს, რომ რაღაც მომენტში მიწიდან ჰაერშიც კი აიწევა. ეს მანევრი მატარებელს საათში 311 მილის განვითარების საშუალებას მისცემს.

უსწრაფესი მატარებელი მგზავრებს ტოკიოდან ნაგოიაში 40 წუთში, ტოკიოდან –ოსაკამდე  კი მხოლოდ 67 წუთში ჩაიყვანს. პროექტის ღირებულება 50.5 მილიარდი დოლარია და მისი დასრულება 2037 წლისთვის იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები