LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

იაშვილის კლინიკა

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა.

6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. როგორც რამდენიმე დღის წინ ბავშვის დედამ, თამარ ჩხიკვაძემ განაცხადა, ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

მისი დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები