LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იციან, რომ მათ გვერდით 11 წლის ბავშვს ყოველდე სცემენ, ტანჯავენ და ლაჩრულად გაყუჩებულნი არიან, რამ გაუქვავა ამ ხალხს ასე გული?” – თამაზ ლომიძე

118
BeFunky-collage (17)

სასულიერო პირი თამაზ ლომიძე 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დეკანოზი წერს, რომ საზოგადოებას და ოჯახის წევრებს, რომლებმაც იცოდნენ ამ ძალადობის შესახებ ხმა მანამდე უნდა ამოეღოთ.

“რამ გაუქვავა ამ ხალხს ასე გული და რამ დაუჩლუნგა ასე აზროვნება?! იციან, რომ მათ გვერდით 11 წლის ბავშვს ყოველდე სცემენ, სტანჯავენ, კლავენ და ლაჩრულად გაყუჩებულნი არიან. რა გული გითმენს ნათესავს, მეზობელს ან უბრალოდ შემსწრეს ბავშვს როცა სცემენ და შენ ხმას არ იღებ და არ ეხმარები?! რამ გამოგაშტერათ ასე? ჩემს პირად მტრად ჩავთვლიდი, თავზეხელაღებულივით დავუპირისპირდებოდი და ყოველდღე გამოვიძახებდი პოლიციას, სანამ იმ საწყალ ბავშვს არ წავართმევდი იმ ლოთ და მოძალადე მამას. დამთავრდა, წაართვით, აღარ ეკუთვნის არცერთ მოძალადე მშობელს შვილი. ამათ კი შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა და გულგრილობით და უდარდელობით გაწირეს, გესმით? მოკლეს ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები,”-წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები