LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისგან: კობა ხაბაზი

130
კობა ხაბაზი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს, რომ „იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, რადგან რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისაგან, სულის სიმტკიცესა და სიძლიერეს გრძნობ“.

როგორც ხაბაზი წერს, თითოეული მოშიმშილე საოცარ სინათლეს ასხივებს!

„როდესაც ვშიმშილობ ყოველთვის ფრანსუა ვიიონის “მცირე ანდერძიდან” ერთი ფრაგმენტი მახსენდება:

“შიმშილს გამოჰყავს ნადირი ტყიდან,

კაცს საავკაცოდ შიმშილი გზავნის.”

მაგრამ იდეალისთვის, თავისუფლებისთვის შიმშილობა სულ სხვაა, არა თუ ავკაცობა, პირიქით, რაღაცნაირად იწმინდები ავისა და ბოროტისგან, სულის სიმტკიცესა და სიძლიერეს გრძნობ, იცი რა, რომ მიზანი ნათელია, შენც რაღაცნაირად ამაღლებული ხდები.

აქ საოცარი განწყობაა, სიმტკიცე, სიყვარული და ნების სიძლიერე ერთმანეთშია აზელილი, თითოეული მოშიმშილე საოცარ სინათლეს ასხივებს!

თანამებრძოლებო, მიყვარხართ და უდიდეს პატივს გცემთ!“, – წერს ხაბაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები