LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია ჯიშკარიანი კვლავ საავადმყოფოშია

281
тугуме

,,ქართული ოცნების” საკრებულოს წევრი, რომელსაც გამოძიება საკუთარ თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება, ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს.

სასამართლო საავადმყოფოში დასრულდა: ჯიშკარიანს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

როგორც ჯიშკარიანის ექიმი აცხადებს, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, საჭირო გახდა გულზე ოპერაციის ჩატარება. მისივე თქმით, ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

“პარასკევს ყოფილა საკრებულოს სხდომა, ილია პარასკევს საღამოსაც იყო ცუდად, ჰქონდა ტკივილი გულ-მკერდის არეში, გადაყვანაზე განაცხადა უარი. შაბათსაც გაუგრძელდა ტკივილები და უკვე მეუღლემ დარეკა, სასწრაფო გამოიძახა და იძულებით გადაიყვანეს” – აღნიშნა “კურიერთან” მარიამ კუბლაშვილმა.

უცნობია, როდის გაწერენ დეპუტატს კლინიკიდან. ამ დროისთვის, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.

ველოდი მეორე დღეს მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა-ილია ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე

რატომ ვწევარ მე ლოგინში? მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ლიბერალებმა

 

ფოტო: რუსთავი 2

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები