LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე: ადამიანის წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან

146
1

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

ილია მეორემ ქადაგების დროს ნათლისღების მნიშვნელობასა და მის მადლზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ მადლს ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანის წინაშე მრავალი განსაცდელია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ განსაცდელისგან ყველა ადამიანს ღმერთი იცავს:

“ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში.

ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა, წმინდა სამების დღესასწაულია, ხმა უფლისა, მადლი უფლისგან უნდა მოვიდეს, ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრისგან.

მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან”, – განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

პოპულალურები