LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე: შემთხვევით არაფერი ხდება, მათ შორის არც ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა

225
1510512409

შემთხვევით არაფერი ხდება, მათ შორის არც ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ეკლესია განსაკუთრებით ლოცულობს კიბოთი დაავადებულებისთვის. ილია მეორემ დალოცა ამ სენით დაავადებული ყველა ადამიანი, განსაკუთებით ბავშვები და მოზარდები.

“ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, და საქართველო, თქვენ იცით, წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი არჩილი და პარლამენტის წევრები. შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა პატრიარქმა.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს ზეიმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები