LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა და ქართული ჯარი დალოცა

89
Untitled design

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი და ბრიგადის გენერალი მიიღო.

საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა უწყების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა და ქართული ჯარი დალოცა:

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი მიიღო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწყების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, ქართული ჯარი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის აღსანიშნავად, დღეს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის ძალებს იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ. ღონისძიებას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე სტიუარტ ფიჩიც დაესწრო.

ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ეს კავშირი არის ურთიერთსასარგებლო: NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

 

პოპულალურები