LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ილიკო არის გენიოსი” – როგორი გამოხმაურება აქვს “სუხიშვილების” ახალ პროექტს

534
oqitashvilisuxishvilebi

“სუხიშვილებმა” ნაფეტვრებში მდებარე ახალ ღია სცენაზე სახელწოდებით “თაკარა” ახალი პროექტი “არტეფაქტები” წარმოადგინეს. უკვე მესამე დღეა, პროექტი სრული ანშლაგის პირობებში მიმდინარეობს და ორგანიზატორებმა, რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბილეთებიც კი დაამატეს, შეზღუდული რაოდენიბით, დამსწრეთა მსურველთათვის.

პროექტს დაესწრო კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი. მან ილიკოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამაოქვეყნა და დაწერა: “ილიკო არის გენიოსი. წერტილი”.

დათო ოქიტაშვილმა ასევე შემოგვთავაზა რამდენიმე ლაივი, მათ შორის ერთ-ერთში ჩანს, როგორ წამოუდგა მაყურებელი “სუხიშვილებს” ფეხზე და დიდი ხნის განმავლობაში უკრავდა ტაშს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები