LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილო ბეროშვილი: „ზოგმა თქვა, უნიჭოაო, ზოგმა – ამის იუმორს ხალხი ვერ გაიგებსო…“

112
ილო ბეროშვილი

ილო ბეროშვილი ჟურნალ „გზასთან“ კარიერის დასაწყისს და ბევრ წარუმატებელ კასტინგს იხსენებს:

„მაშინ ბევრ შემთხვევაში ნორმალურად არც ინტერესდებოდნენ. ზოგმა საერთოდ არც მომისმინა. ამის შემდეგ კიდევ 6 კასტინგზე ვიყავი. ზოგმა თქვა, უნიჭოაო, ზოგმა – ამის იუმორს ხალხი ვერ გაიგებსო… შემდეგ გია ბაღაშვილმა ნახა ჩემი ჩანაწერი, ცნობილი ვარსკვლავების პაროდიებს ვაკეთებდი. ეს ჩანაწერი ჯემალ ბაღაშვილს უჩვენა და ასე მოვხვდი „იუმორინაში“. თვითმიზანი არასდროს მქონდა, ამ სფეროში მოვხვედრილიყავი. მაშინ ასე მასშტაბურად არ იყო ინტერნეტი. დღეს გაცილებით მარტივია, ყურადღება მიიქციო, ჩაწერო ვიდეო, ატვირთო, თქვა შენი სათქმელი. იმ დროს კი რაღაცენის მიღწევა, დღევანდელთან შედარებით, გაცილებით რთული იყო…“

ვიდეო: ვანო ჯავახიშვილს ილო ბეროშვილით ჩაანაცვლებს – არხმა გადაცემის ანონსი გამოაქვეყნა

„ილო ბეროშვილის ღამის შოუ“ იწყება – მსახიობი კონკურენციისა და მეუღლის შესახებ: „ოჯახი მაძლევს ძალას, ვიბრძოლო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები