Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ კომპანიის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვაზე ფიქრობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მასკი წერს, რომ მსურველს თითო აქციას $420 მიჰყიდის და მიანიშნა, რომ მსურველები უკვე გამოჩდნენ. ამასთან, ის იმედივნებს, რომ Tesla-ს დღევანდელი ინვესტორები კომპანიაში დარჩებიან.

ამ განცხადების გამო, Tesla-ს აქციების ფასი Nasdaq-ის ბირჟაზე გაიზარდა. სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, მასკის კომპანიის მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით, მისი კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის შემთხვევაში $420 დოლარად Tesla-ს ფასი დახლოებით $82 მილიარდს შეადგენს.

Financial Times-ის ინფორმაციით, რომ Tesla-ს აქციების პაკეტი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა იყიდა. საუბარია 3%-დან 5%-მდე მოცულობის აქციათა პაკეტზე.

2018 წლის პირველ კვარტალში Tesla-ს დანაკარგების მაჩვენებელი რეკორდული იყო. ერთ კვარტალში კომპანიამ 717,5 მილიონი დოლარის ოდენობის დანაკარგი დათვალა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, კომპანიის დანაკარგები თითქმის ორჯერ გაიზარდა.

აპრილში კომპანია Tesla-ს ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.  2017 წლის ივლისში 35 ათასი დოლარის ღირებულების მანქანების პრეზენტაციის შემდეგ, ახალი ტექნოლოგია წინასწარ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა გამოიწერა, თუმცა მყიდველებისთვის მანქანის დროზე მიწოდება ვერ ხერხდებოდა.

მსგავსი თემები