LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის გნაცხადებამ „ბიტკოინის“ ფასის 17%-იანი ვარდნა გამოიწვია

54
ilonamask355

მილიარდერ ილონ მასკის განცხადებით, ამიერიდან მისი კომპანია „ტესლა“, რომელიც ელექტრომობილებით ვაჭრობს, გადახდის საშუალებად „ბიტკოინს“ აღარ მიიღებს. ამის მიზეზად მასკმა ის ფაქტი დაასახელა, რომ „ბიტკოინის“ საწარმოებლად დიდი რაოდენობით ქვანახშირზე დაფუძნებული ენერგია გამოიყენება, რაც გარემოს აბინძურებს. მასკის კომენტარების შემდეგ „ბიტკოინის“ ფასი 17%-ით დაეცა.

„ჩვენ გვაწუხებს წიაღისეული საწვავების დიდი ოდენობით ხარჯვა ბიტკოინების წარმოების და ტრანზაქციების პროცესში. განსაკუთრებით ეს ქვანახშირს ეხება, რომელსაც სხვა ნებისმიერ საწვავზე უარესი გამონაბოლქვი აქვს.“ – განაცხადა ილონმა „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში. მილიარდერის განცხადებით, მას და მის გუნდს სჯერათ, რომ კრიპტოვალუტა ძალიან კარგი გამოგონება და მომავლის ვალუტაა, თუმცა მისი მოპოვება გარემოსთვის აუნაზღაურებელი ზიანის მიყენების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

მიუხედავად  ასეთი პოზიციისა, მასკი არ გეგმავს თავისი იმ ქონების გასხვისებას, რომელიც მას კრიპტოვალუტაში აქვს. ის უბრალოდ არ აპირებს ამ აქტივების გამოყენებას მანამ, სანამ ტრანზაქციებისათვის სხვა ტიპის ენერგია არ იქნება გამოყენებული, რომელიც გარემოს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.  გარდა ამისა, „ტესლა“ მიიღებს გადახდებს სხვა კრიპტოვალუტებში, რომელთა წარმოებაც გარემოს  ნაკლებად აზიანებს.

„ბი ბი სის“ მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ბიტკოინების წარმოებას უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, ვიდრე მაგალითად მთელ არგენტინას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები