LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის მიერ მარსზე გაგზავნილ პირველ ადამიანს, შესაძლოა, ქართული სტარტაპის მიერ შექმნილი კოსტიუმი ეცვას

221
1-2

ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც კომპანიის თანადამფუძნებელ ვამეხ ხერხეულიძეს ესაუბრა. ხერხეულიძე ამბობს, რომ განიხილება ილონ მასკის SpaceX-თან თანამშრომლობა. მასკი, როგორც იცით, მარსზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს.

ვამეხ ხერხეულიძის განცხადებით, ქართული სტრატაპი კოსმოსურ კოსტიუმზე უკვე მუშაობს და მათი კოსტიუმი, შესაძლოა, პირველ ადამიანს ეცვას, რომელიც მარსზე გაფრინდება. როგორც Elven Technologies-ის თანადამფუძნებელი “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავს, ეს იქნება სრული რევოლუცია.

შეგახსენებთ, 2018 წელს SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა დაანონსა, რომ მარსზე ადამიანების გაგზავნას 2024 წლიდან დაიწყებდა და ის ამისთვის ახალი თაობის რაკეტას შექმნიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები