LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა მიწისქვეშა მაღალსიჩქარიანი ელექტოავტობუსი წარადგინა [ვიდეო]

103

ილონ მასკმა ახალი მიწისქვეშა ელექტროავტობუსის კონცეფცია წარადგინა. მისი მიზანია, ადამიანები A-დან B წერტილში უფრო ეფექტურად გადაადგილდნენ.

ელექტროავტობუსი საათში 200 კილომეტრს ავითარებს.

ვიდეოს “ტვიტერში”  თავად ილონ მასკი ავრცელებს.

როგორც მასკი წერს, მისი კომპანია მუშაობს 1000 მცირე სადგურის განვითარებაზე, რომელიც ხალხს დანიშნულების ადგილას უპრობლემოდ მიიყვანს. მიწისქვეშ გადაადგილება საცობების პრობლემას მოაგვარებს, ელექტროავტობუსები კი გარემოს დანაგვიანებას შეამცირებს.

მიწისქვეშა ელექტროავტობუსები ფეხით მოსიარულეებს პრიორიტეტებს მიანიჭებს.

“პერსონალურ ავტომობილებზე მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტია. სამართლიანი იქნება, რომ ვისაც არ შეუძლია ავტომობილის ყიდვა, ისინი პირველ რიგში უნდა დადგნენ”, – წერია მასკის ერთ-ერთ თვითში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები