LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონს მასკს გაუჭედა სისტემამ, ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? – იმნაძე

259
ილონ

ვაქცინაციის პროცესში პორტალზე რეგისტრაციისას რამდენჯერმე პრობლემები შეიქმნა. მომხდარის კომენტირებისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ვებინარზე განაცხადა, რომ ტექნიკასთან მიმართებაში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.

“ფაიზერთან” მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიდის, დიდი იმედი გვაქვს, ზაფხულში ვაქცინა გვექნება: იმნაძე

როგორც იმნაძე აღნიშნავს, რეგისტრაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემისას „ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა და რაღაც საშინელება მოხდა“.

„სინოვაკზე“ საიტი 12:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში 5 ათას ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა. შეიძლება ჭედავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2 საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. რაც შეეხება სისტემების გაჭედვას, ილონს მასკს გაუჭედა სისტემამ, ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? ილონ მასკის სისტემამ, ხომ გაჭედა?

ვაქცინაციაზე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში, რომ დაიწყო ვაქცინაცია სისტემამ როგორ გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა სისტემამ. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ამაზე ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა, რაღაც საშინელება მოხდა. ხდება, ტექნიკაა“. – აღნიშნავს იმნაძე.

საკმაოდ კარგად დაიწყო, “სინოვაკზე” უკვე 3 900 ადამიანი დარეგისტრირდა: პაატა იმნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები