LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილუზია არ უნდა შევიქმნათ: “ეპიდსიტუაცია მართვადია, მაგრამ ვითარება საყურადღებოა და ზომებია გასატარებელი”

72
94889432-3198102283542749-7194001759021301760-o

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგი გამართა და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია მიმოიხილა.

 

„რაც შეეხება საქართველოს, ეპიდსიტუაცია მართვადია და ის ემორჩილება კონტროლს, მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა თუ დღეში 2-3 იყო, ახლა უფრო მომატებულია, რაც საყურადღებო ინდიკატორია და ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 10-11 შემთხვევა და საერთო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ჯამში არის 1049. დღეს 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და აქედან 3 არის გარდაბანის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლება. 3 შემთხვევა იმპორტირებულია და ერთი გახლავთ სატვირთოს მძღოლი და 2 შემთხვევაზე ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 63 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული და 45 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე დამაფიქრებელი ინდიკატორია. ჩვენთან ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გვაქვს რევერსი და გვაქვს პირიქით. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულებს, რაც ასევე ყურადღება მისაქცევია და შესაბამისი ზომებია გასატარებელი.

63 შემთხვევიდან 7 შემთხვევის წყარო უცნობია. ბოლო შემთხვევიდან 24 მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტზე. აქედან 6 მოდის ქალაქ გარდაბანში, 4 არის დარჩიანის დასახლებაში, რომელშიც შედის 3 სოფელი და იქიდან 14 დაფიქსირდა ყარაჯალაში. სწორედ ეს სოფელია ყველაზე დიდი ამ სამი სოფლიდან. ამ სოფლის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 4 ათასია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი. ამ სამი სოფლიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით 1077 ადამიანი და როგორც გითხარით, 24 პოზიტიური შედეგია დაფიქსირებული. 94 ადამიანი გადაყვანილია კარანტინში. აქვე მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობა რთულია და კონტაქტირებული ადამიანების კარანტინში გადაყვანა რთულდება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა, ვინც ექვემდებარებოდა ჩვენს პირობებს, გადაგვეყვანა კარანტინში.
დღეიდან დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება სოფლებში“, – აცხადებს გამყრელიძე.

გარდაბანი არ ჩაიკეტება: დაწყებულია გაფართოებული ტესტირება

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს არ შეიქმნას ილუზია, რომ ქვეყანამ ვირუსი დაამარცხა და რეკომენდაციებს აღარ ითვალისწინებენ:

„ყველას გთხოვთ, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივცეთ, რომ მოშვება არ შეიძლება. ალბათ, ატყობთ, რომ მოვეშვით. პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში, დიდი შეკრებები და თავყრილობები ისევ იმართება და იმ ილუზიის შექმნა ისევ ხდება, რომ ქვეყანამ კოვიდინფექცია დაამარცხა. არა ბატონებო, კოვიდინფექციის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის, მარტო ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა გაკეთდეს ერთიანად, გლობალურად. ამ მხრივ კი გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება, საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

„ბაზრობებზე ყურადღება გასამკაცრებელია“ – ამირან გამყრელიძე

 

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში გვაქვს 5 შემთხვევა და ჯერჯერობით ორ წყაროზე ვერ გავდივართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები