იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა, იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, – განცხადება ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის თელავში ჩატარებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განცხადებით, ის არავიზე გაბუტული არ არის, მათ შორის არც მათზე, ვინც არჩევნებზე მხარი სხვა კანდიდატს დაუჭირა.

“იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ვთვლი, რომ ინაუგურაციის რეგიონში ჩატარება არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ტეგები: თელავი ინაუგურაცია სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები