LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ დონის რეჟისორი ნამდვილად არ ვარ, რომ ჩემივე ხალხს მანქანა რამდენჯერმე შევაჯახო და გზიდან გადავაგდო”

79
kaxa

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი მის მხარდამჭერებზე განხორციელებული ძალადობის არაერთ ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ მანქანას ნატყვიარი ეტყობა. 

“არ ვიცი „ქართულ ოცნებაში“ როგორ მიცნობენ, იმ დონის რეჟისორი ნამდვილად არ ვარ, რომ ჩემივე ხალხს მანქანა რამდენჯერმე შევაჯახო და გზიდან გადავაგდო” , – ამბობს ოქრიაშვილი “პალიტრა ნიუსის” გადაცემაში.

მისი თქმით, ეს პირველი ფაქტი არ არის.

„კიდევ, კარგი, რომ მაგ დროს არ ამოყირავდა მანქანა. ჩვენი მანქანის დევნა შემდეგ ორმა მანქანამ განაგრძო, თან ესროდნენ. ნატყვიარი მანქანას ეტყობა, გამჭოლი ნატყვიარია. ეს არ არის პირველი ფაქტი. პირველი ფაქტი დმანისში მოხდა, რის შემდეგაც დაახლოებით თვენახევარი გავიდა. შემთხვევა კამერებმა დააფიქსირა, დაახლოებით ათმა კაცმა ჩვენი შტაბის წევრი გაიყვანა და კამერების წინ „დაჟეჟეს”. ყველა იდენტიფიცირებულია და ამ შემთხვევასთან მიმართებითაც თქვეს, რომ ეს ჩვენ თვითონ ჩავიდინეთ“,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ძალადობრივი ფაქტები ბოლნისის გარდა, მარნეულშიც მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები