LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ პარლამენტში ჯდომა, სადაც „ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის, კომფორტს არ წარმოადგენს” – გიორგი ბოტკოველი

49
ბოტკოველი

იმ პარლამენტში ჯდომა, სადაც „ქართული ოცნების” უმრავლესობა მოპარული არჩევნებით არის, ნამდვილად არავისთვის კომფორტს არ წარმოადგენს – „ლელოს” შემოთავაზება გასაგებია, მისაღებია, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი ბოტკოველი ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, ოპოზიციამ ბოიკოტს უნდა მიმართოს.

“მოულოდნელი არ ყოფილა, რომ „ქართული ოცნება” ყველაფერს შეეცდება, ის „კლანი“ გააძლიეროს და გაამყაროს, რომელიც დღეს არსებობს სასამართლოში”

ბოტკოველის თქმით, საკითხი ფრაქციის და პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა განიხილონ.

რაც შეეხება „ლელოს” შემოთავაზებას – გასაგებია, მისაღებია ეს შემოთავაზება, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებთ, მივიღებთ პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, შემოსვლასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით ასევე“, – განაცხადა ბოტკოველმა.