LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ჩვენსავით დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე – საქართველოში საწვავი გაცილებით იაფია

80
shutterstock-680962828-2020-09-29-08-35-35-470407

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავის ფასების შედარებითი მიმოხილვას აქვეყნებს, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით.

„საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია საწვავის ფასთან დაკავშირებით, ჩვენს მეზობელ და ახლომდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. შედარებისათვის მოვიყვანოთ საწვავის საშუალო საცალო ფასი რიგ ქვეყნებში უშუალოდ ავტოგასამართ სადგურებზე:

აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი – 0,51 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,97 ევროს; დიზელის საწვავი – 0,41 ევროს შეადგენს;

რუსეთში –  A-92 მარკის ბენზინი – 0,57 ევრო, A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,61 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი – 0,71 ევრო, დიზელის საწვავი – 0,63 ევრო.

საქართველოში –  A-92 მარკის ბენზინი – 0,84 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,88 ევრო, A-98  მარკის ბენზინი – 0,91 ევრო, დიზელის საწვავი – 0,84 ევროს.

სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 0,92 ევრო, A-95 მარკის ბენზინი 0,97 ევრო, A-98 მარკის ბენზინი -1,04 ევრო, დიზელის საწვავი – 0,91 ევრო;

მოლდოვაში – A-92 მარკის ბენზინი  – 1,04 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,06 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1,12 ევრო, დიზელის საწვავი – 0,92 ევრო.

უკრაინაში – A-92 მარკის ბენზინი – 1,02 ევრო,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 1,06 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 1. 13 ევრო, დიზელის საწვავი – 1,02 ევრო;

აღნიშნული ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაში არის ჩვენთან შედარებით დაბალი ფასი საწვავზე და ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული ქვეყნები წარმოადგენს მსოფლიოში მნიშვნელოვან ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქვეყნებს. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ფასები ყოველთვის დაბალია ჩვენთან შედარებით. მაგრამ, როდესაც ამ ქვეყნებიდან ხდება ნავთობპროდუქტების ექსპორტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, აღნიშნული პროდუქტი იყიდება საერთაშორისო ფასის მიხედვით S&P Global Platts-ის თანახმად.

თუმცა, უნდა დავაზუსტოდ, რომ აზერბაიჯანში სუპერი ტიპის საწვავის ფასი (0,97 ევრო/ლიტრაზე) საქართველოს ფასებთან (0,91 ევრო/ლიტრაზე) შედარებით ძვირია, ვინაიდან აზერბაიჯანი არ აწარმოებს აღნიშნული კატეგორიის პროდუქტს და ის ევროპის ქვეყნებიდანაა იმპორტირებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მსგავსად დიდწილად დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე, მათთან შედარებით, ჩვენთან ყველა სახის საწვავი გაცილებით იაფია. მათ შორის, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რეალიზებული პროდუქტის საშუალო ფასი სომხეთთან მიმართებაში 1 ლიტრზე საშუალოდ 0,07 ევროთი, ანუ 7,7%-ით იაფია. აქვე ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ სომხეთში აქციზის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე – საქართველოში. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 40 ათას დრამს (დაახლოებით 208 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში – 500 ლარს/ტონაზე. დიზელის საწვავის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 13 ათას დრამს (დაახლოებით 68 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში – 400 ლარს/ტონაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები