LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმაზე მეტ განსაცდელშია ქვეყანა, ვიდრე ჩემ ოჯახს მოუვლინა უფალმა – ზაზა სარალიძე

158
692566FE-8568-4CA4-BBC1-067987F4899D_w1023_r1_s

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, სოციალურ ქსელში თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება. სარალიძე მიიჩნევს, რომ ამ პრაიდით საქართველო საუკუნეების ისტორიას კარგავს.

„დღეს ვხვდები, იმაზე მეტ განსაცდელშია ქვეყანა, ვიდრე ჩემ ოჯახს მოუვლინა უფალმა. 

თეატრალიზებული სპექტაკლი ლგბტ თემის შესახებ - თბილისი პრაიდი იხსნება

არსებობს რისკები, პასუხისმგებელია სახელმწიფოა

დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, დებო, ძმებო, საჯარო თუ არა საჯარო მოხელეებო, მთავრობა თუ ოპოზიცია,არასამთავროებო და ყველა საქართველოს სრულუფლებიანო მოქალაქე!!!!!

განურჩევლად რელიგიური მრწამსისა!!!

ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა!!!!

საქრთველო კარგავს საუკუნეების ისტორიას.

მტერმა, რაც პირდაპირ მახვილით ვერ დაგვაკლო, დღეს გვერდის ავლით გვითელავს ქართველობას.

ქვეყანა რელიგიური და ტრადიციული გენოციდის წინაშე დგას და უფრო დიდი განსაცდელი წინ გველოდება,თუ ამ უმსგავსობის აღმოფხვრაში ყველამ ხელი არ ჩავკიდეთ ერთმანეთს.

ჩვენი ქართველური და ტრადიციული უფლებები გაცილებით უფრო მეტად ირღვევა!!!!

მესმის,რომ კოსტიტუცია გვავალდებულებს არ შევუშალოთ ხელი სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სიტყვის თავისუფლება.

სიტყვის თავისუფლება არ უნდა თელავდეს ჩვენ დაწერილ და დაუწერელ ტრადიციებს, ასევე ქართველურ წესჩვეულებებს,რამაც დღემდე მოგვიყვანა!!!

დიდი გამოცდის წინაშე დადგა ჩვენი ერი!!!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!!!“ – წერს ზაზა სარალიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები