LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმდენად მენატრებოდა ეს სიმღერები, არ მინდოდა მხოლოდ მოგონებებში დარჩენილიყო“ – სიმღერის პრემიერა „ფორტუნაში“

207
giorgi-sukhitashvili777

2 ივლისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა.

„ერთი კაცი ვივოდან“ ასე ქვია  პროექტს, რომელზეც გიორგი სუხიტაშვილი მუშაობს. ახალი სიმღერა სწორედ ამ პროექტიდანაა.  სიმღერას სახელწოდებაა „მინდა რომ“ . მუსიკა და ტექსტი ეკუთვნის ზაზა წურწუმიას, არანჟირება კი – ალეკო ბერძენიშვილს. მომღერლის თქმით, ეს არ არის ბანალური პოპ სიმღერა, ეს არის პოპ–როკი. სიმღერა, რომლის ისტორია 2000–იანი წლებიდან იწყება „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა.

„იმდენად მენატრებოდა ეს სიმღერები, არ მინდოდა მხოლოდ მოგონებებში დარჩენილიყო“ –ამბობს მომღერალი.

გიორგი სუხიტაშვილმა ასევე დააანონსა, რომ ბლექ სი არენაზე“, 17 აგვისტოს ჯანსულ და ვახტანგ კახიძის მუსიკა იქნება წარმოდგენილი. მომღერალი კონცერტს მომღერლებთან, ნეკა სებისკერაძესთან  და მაკა ზამბახიძესთან ერთად, ორი დუეტით შეუერთდება. გიორგი პარალელურ რეჟიმში ქართული კინომუსიკის ალბომზეც მუშაობს.

ცნობისთვის, „ერთი კაცი ვივოდან“ პროექტის ფარგლებში მომღერალს უკვე ჩაწერილი აქვს სამი სიმღერა: „ „ქართული სითბო“ , „დაბრუნდები“ , „მინდა რომ“. ეს სიმღერები ფორტუნას ეთერში უკვე ტრიალებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები