LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენად შევაყვარე თავი, მეორედაც მომაკითხა – ომიკრონი ხარ თუ ვინც ხარ, ახლაც მოგეფერები დაგღლი და დაგემშვიდობები: თათია შარანგია

1424
თათია შარანგია

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონით“ დაინფიცირდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

აღსანიშნავია, რომ თათიამ კორონავირუსი ერთხელ უკვე გადაიტანა.

„ეტყობა ისე ტკბილად მოვექეცი პირველად და იმდენად შევაყვარე თავი, მეორედაც მომაკითხა ?

ომიკრონი ხარ თუ ვინც ხარ, ახლაც მოგეფერები, ახლაც მოგიყვები განვლილ 32 წელიწადზე, დაგღლი და დაგემშვიდობები ? ❤️

ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს “კონტაქტს”, პირველივე სიმპტომის გამოვლენისას დავიტესტე. მანამდე 11 იანვარს დავიტესტე. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. ❤️“, – წერს თათია შარანგია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები