LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, სირცხვილია – რას გულისხმობს გახარია

878
35757905-1696378040410166-5483994992936484864-o

საქართველოში მართლაც უამრავი ადგილია ისეთი, რომელიც არ გვინახავს, არც მე და არც თქვენ. მათ შესახებ პერიოდულად საქართველოში მოგზაურობის მოყვარულებისგან თუ ტურისტული სააგენტოებისგან ვიგებთ.

პრემიერმა გიორგი გახარიამ არაერთხელ მოუწოდა მთავრობასაც და საზოგადოებასაც საქართველოში დასვენებისკენ. წელს ტურისტებს ძველებურად ვერ ვეპატიჟებით და ქვეყნის ეკონომიკა ნაწილობრივ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. 

"საქართველო უნდა მოვიაროთ... იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, სირცხვილია" - გიორგი გახარია

გახალია მოსახლეობას საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

ასე რომ, როგორც ჩანს, წელსაც მთავარი რეკომენდაცია ქვეყანაში დარჩენაა. თუ თქვენ არდადეგები არ დაგიგეგმავთ და აქტიური დასვენება გსურთ, შეგიძლიათ უცნობი ადგილები მოინახულოთ, მანამდე კი მათი ფოტოებით დატკბეთ.

აი, რა არ გინახავთ:

დიხაშხო

ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე ამ ულამაზეს ადგილზე, ბევრმა ქართველმა არაფერი იცის. ეს სოფელი დიხაშხოა, ულამაზესი ბუნებით, სამკურნალო გოგირდის გეიზერებით, ბუნებრივი აუზებით და საოცარი ჩანჩქერებით.

დიხაშხო იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე მდებარეობს – ზღვის დონიდან 180 მეტრზე და ვანიდან 6 კმ-ში.

ულამაზესი სოფელი ვანში გოგირდის გეიზერებით, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია [ფოტოები]

ოქროჯანაშვილის მღვიმე

ოქროჯანაშვილის მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტობას აუზში მდებარეობს. მღვიმიდან გამოედინება მდინარე, რომელიც 4 მიწისქვეშა ტბას აჩენს. ასევე წარმოქმნის 234 მეტრის სიმაღლის კასკადურ ჩანჩქერს. მღვიმეში რამდენიმე დარბაზია.

მღვიმის გამოკვლეული გვირაბების სიგრძე 1600 მეტრს აღწევს. სხვადასხვა მინერალების შემცველი სტალაქტიტები და სტალაგმიტები განსაკუთრებით ლამაზია ფერადი ფარნების განათების დროს.

თაგო

მდებარეობს აჭარაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1000 მ. ხულოდან 7 კმ-ში.

ამ სოფელში მხოლოდ საბაგიროს მეშვეობით შეგიძლიათ მოხვდეთ, რადგან სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა დაზიანებულია.

ქულბაქი

ეს ულამაზესი ლეჩხუმის პატარა ნაწილია, რომელიც ზღვის დონიდან 720 მეტრზე, მდინარე ჯონოულის ხეობაში მდებარეობს. ქულბაქი ცნობილია აქ არსებული ტბებით -ულამაზესი მწვანე და “ბაბუშკინოს” ტბა.

 

სოფელი ტიტა

ეს სოფელი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 135 ადამიანი.

 

თუკი ასეთი ადგილებით უფრო მეტად ხართ დაინტერესებული და ეს ჩამონათვალი არ დაგაკმაყოფილებთ, fortuna.ge-ზე სპეციალური  გვერდია შექმნილი,  სადაც საქართველოს სხვა უცნობ ადგილებზეც იპოვით ინფორმაციას და ვინ იცის იქნებ მათგან რომელიმე თქვენ უკეთ გაიცნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები