LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ორ წელიწადში დასრულდება: ჯანმო

91
BeFunky-collage (4)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედი აქვთ, რომ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისი ორ წელიწადში დასრულდება. ჯანმოს ხელმძღვანელმა საკითხზე კომენტირებისას „ესპანური გრიპი“ გაიხსენა. თქვა, რომ 1918 წელს, როდესაც არც ვაქცინები იყო გამოგონებული, და არც ანტიბიოტიკები, ვირუსისგან გამოწვეული კრიზისის დამარცხება ორ წელიწადში გახდა შესაძლებელი.

„ახლა, ამ სიტუაციაში, მეტი ტექნოლოგიით ვირუსს გავრცელების უფრო კარგი შანსები აქვს. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ცოდნა და ტექნოლოგია, რომ ის შევაჩეროთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს უახლოვდება. აბოლო მონაცემებით, გლობალურ პანდემიას მსოფლიოში 793 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 მილიონ 700 ათასამდე აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები