LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს მალე – კარასინმა არ იცის როდის გაათავისუფლებენ ქართველ ექიმს

128
228052333

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, გრიგორი კარასინი, იმედს გამოთქვამს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ. ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, როდის მოხდება ეს, კარასინი ამბობს, რომ კითხვის ადრესატი რუსული მხარე არ არის.

„როდის? ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ. საქმე ის არის, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შექმნილია ყველა მექანიზმი, ინციდენტების აღმოფხვრის მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის დისკუსიების მონაწილეების პერიოდული ვიზიტები თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. სწორედ ეს მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ მსგავსი შემთხვევების მოსაგვარებლად, რომ არ გადავაქციოთ ისინი საერთაშორისო სკანდალად“, – განაცხადა კარასინმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვს

ერთ-ორ დღეში გათავისუფლებასაც ვიჯერებთ უკვე მე-11 დღეა, მაგრამ როდესმე ხო უნდა დასრულდეს უსამართლობა – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე (ვიდეო)

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ შევიდა.

„ამჯერად ერთმანეთს პრაღაში შევხვდით, კარგი სამუშაო განწყობით. მთავარი ამოცანაა, ორმხრივი ურთიერთობა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის შევიდა ამა წლის ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ. ამ ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება ისევ დაძაბულია.

მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ეს არ აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და შევძლებთ მდგომარეობის ჩიხიდან გამოყვანას. ამისთვის ყველა რესურსი არსებობს. მე ვგულისხმობ არა ვიზიტს, არამედ იმ ალიაქოთს, რაც მოჰყვა ამ ვიზიტს. ზოგიერთი ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს და საერთოდ, იმ ატმოსფეროს, რომელიც შეიქმნა განცხადებების შემდეგ, რომლებიც ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებს, რუს ტურისტებს და საერთოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. თქვენ იცით, რა მოხდა ამ ამბის შემდეგ, შეწყდა ავიამიმოსვლა. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზეც, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ კონტაქტებზე, იმ ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც გავლენას ახდენ საერთაშორისო ურთიერთობაზე“, – განაცხადა კარასინმა.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (ვიდეო)

თავისუფლება ექიმს – ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად “თეთრი ხალათების” აქცია იმართება (ფოტო, ვიდეო)

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების შესახებ New Yourk Times წერს

საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში უკვე მე-20 დღეა იმყოფება.ქართველი ექიმის საქმეზე, პრაღაში ისაუბრებენ, სადაც ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ხვდება.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ  კარასინთან შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. როგორც ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და ეს პიროვნება უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები