LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, თამარ ჟვანიას გაგება ეყოფა, რომ აღარავის უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა და წავა – გიორგი ვაშაძე

55
BeFunky-collage (12)

„ლელოში“ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ თამარ ჟვანია პოსტს საკუთარი სურვილით დატოვებს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომც ჩაგვეწერა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა გადადგეს, ვერ გადავაყენებდით იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით იყო ასეთი პრეცედენტი, რომ ვადაზე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება, მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, ვიჩივლეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, მან დააკმაყოფილა ეს სარჩელი, რომ ვადა სანამ არ არის გასული, მისი პირადი ნების გარეშე ვერ გაუშვებ ამ ადამიანს სამსახურიდან, იგივე არის თამარ ჟვანიას შემთხვევაში.

საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები იწყება – ოპოზიცია ხვალ “ოცნებას” შეხვდება

იმედი მაქვს, ამ ადამიანს გაგება ეყოფა, რომ აღარავის აღარ უნდა მისი ცესკო-ს თავმჯდომარეობა, მარტივად რომ ვთქვათ და წავა, თუ არ წავა, ცესკო-ში იქნება 8 ოპოზიციური წევრი, ასევე ორი ახალი პროფესიული წევრი უნდა იყოს 2/3-ის უმრავლესობით არჩეული და ამით ძალთა ბალანსი მთლიანად შეიცვლება”,-განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები