LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ იურისტის განცხადებით, გადასახადებს იმიტომ არ იხდიდნენ, რომ „რუსთავი 2“-ც არ იხდიდა

435
18835883-1726683720681584-5241651469347559758-n

„როდესაც შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ იურისტმა ანდრო ლაშხმა ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

„სამაუწყებლო საქმიანობა ზოგადად ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს იმისათვის, რომ ეს დანახარჯი შემოსავლებით დავაკომპენსიროთ და როდესაც შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადების გადახდას და  ეს  ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება მიმართულია ყველა სუბიექტისადმი და აქ უთანასწორობას ადგილი არ ექნება, ჩვენ, პირიქით, მოხარულები ვართ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა დავიწყოთ.

დღეის მდგომარეობით, კონკრეტული წინადადება მზად არ გვაქვს, თუმცა უმოკლეს ვადებში გონივრულ შეთავაზებას წარვადგენთ და ჩავერთვებით ამ სამუშაოში”, – განაცხადა ანდრო ლაშხმა.

იმ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ, ფინანსთა მინისტრი ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს.

ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მედიასთან 14 აგვისტოს ისაუბრა და ტელევიზიებს ერთი, მაქსიმუმ 2 კვირა მისცა იმისთვის, რომ მათ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ გრაფიკი, თუ რა განრიგით გადაიხდიან ძველ ვალებს.

ტელევიზიებმა დავალიანებების გადახდა დაიწყონ დღესვე - ივანე მაჭავარიანი

რუსთავი 2-ის გაყიდვის შემთხვევაში მყიდველმა უნდა იცოდეს რა ოდენობის დავალიანებაზეა საუბარი.

მინისტრის თქმით, ამასთან ტელეკომპანიებმა მიმდინარე დავალიანებების გადახდა დღესვე უნდა დაიწყონ.ივანე მაჭაავრიანმა ასევე იმ ვალების რაოდენობა გაასაჯაროვა, რომელიც წამყვან ტელევიზიებს 2016 წლის შემდეგ აქვთ:

რუსთავი 2 – 28 მილიონი ლარი, იმედი – 19 მილიონი ლარი და მაესტრო – 8 მილიონი ლარი.