LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედმა“ თქვა, რომ გახარიას ეთერს არ დავუთმობთ, რადგან ეჭვი გვაქვს შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც კავშირი ჰქონდესო – გუშინ თუ გუშინწინ მთელი სიუჟეტი დაუთმეს სააკაშვილს: გიორგი გახარია

151
გიორგი გახარია

„იმედმა“ თქვა, რომ გახარიას ეთერს არ დავუთმობთ, რადგან ეჭვი გვაქვს შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაღაც კავშირი ჰქონდესო – გუშინ თუ გუშინწინ მთელი სიუჟეტი დაუთმეს სააკაშვილს“, – ამის შესახებ განცხადებას, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აკეთებს. მისი თქმით, თუ ვინმე „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას შეძლებს, ეს მისი გუნდი იქნება.

„ახლა მეც ასეთი შეკითხვა მაქვს: ტელეკომპანია „იმედმა“ თქვა, რომ გახარიას ეთერში არ მოვიწვევთ და ეთერს არ დავუთმობთო, იმიტომ რომ ეჭვი გვაქვს რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდესო. გუშინ თუ გუშინწინ ტელეკომპანია იმედმა მთელი სიუჟეტი დაუთმო მიხეილ სააკაშვილს და ამის შემდგომ საერთოდ რა მორალურ უფლებაზე საუბრობენ? რაც ახლა ხდება, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ვინმე ამ ქვეყანაში შეძლებს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხოს – ეს ვიქნებით ჩვენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები